ტრენინგის მე-4 დღე იყო კარგი და საინტერესო. შევძელი გავრკვეულიყავი, რომ სასწავლო პროცესის ეფექტური წარმართვისას აუცილებელია შეფასება. ვიმსჯელეთ შეფასების მეთოდებზე. გავიგე თუ რა კრიტერიუმებით ფასდება პროექტი დაწყებამდე, მუშაობის მსვლელობისას და ბოლოს.
აღნიშნული კრიტერიუმები დამეხმარება დასაწყისში განვსაზღვრო წინარე ცოდნა და საჭიროებები, მსვლელობისას მათი თვითრეგულირება და გავზარდო მოტივაცია, ხოლო პროექტის დასასრულს მოვახდინო მათ მიერ მიღებული ცოდნის დემონსტრირება, ეს კრიტერიუმები განსაზღვრავს მისაღწევი შედეგების ხარისხს.
No comments:
Post a Comment