Monday, July 11, 2016

       ვისაუბრეთ ფასილიტაციებზე, შეფასების სტრაგედიებზე ფასილიტაციის ნიმუშები დამეხმარება სწორად შევარჩიო მოსწავლის გასაკეთებელი ნამუშევრის მასალები.
       ვიმსჯელეთ დიფერენცირების აუცილებლობაზე დაცსახეთ აქტივობები რაც გამოგვადგება მოსწავლეთა დიფერენცირებისათვის.

Friday, July 8, 2016

ტრენინგზე ვიმსჯელეთ შეფასების ფორმებზე სხვადასხვა მეთოდი და ისტრუმენტი დამეხმარება პროექტის პროცესის ეფექტურად წარმართვაში , არასწორი შეხედულებების კორექტურებაში, აქტივობების ობიექტურად შერჩევაში,  შეფასებასა და თვითშეფასებაში. მოსწავლეებს შეფასების რუბრიკა დაეხმარებათ გაიაზრონ თუ რას უნდა პასუხობდეს ესა თუ ის კონკრეტული ნაშრომი, როგორ გამოკვეთონ პრობლემა და რაზე გაამახვილონ ყურადღება.
ტრენინგზე განხილული იქნა მოდული 4-ის 1,2,3,4, აქტივობები. ეს ტრენინგი წინა ტრენინგის მსგავსად იყო ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იმ მხრივ, რომ ვნახეთ არა ერთი მოსწავლის ნიმუშები, რომელიც დაგვეხმარება შემდეგში მიზნების განხორციელებაში.

Sunday, July 3, 2016

ტრენინგის მე-5 დღე წინა დღეების მსგავსად იყო კარგი და ბევრის მომცემი. ამ დღეს ვისაუბრეთ კოლეგებთან უკუკავშირის მეთოდებზე, გაუზიარეთ ერთმანეთს პროექტები, გავითვალისწინეთ პროექტებში დადებითი და რჩევის მისაცემი ფაქტორები, მივეცით რჩევები ერთმანეთს. ჩემი აზრით უკუკავშირი ეხმარება მას  ვინც აკეთებს პროექტს. უკუკავშირის დროს შეიძლება დავინახოთ პოზიტიური და  ნეგატიური მხარეები,ვისაუბრეთ საავტორო უფლებების დაცვაზე, რასაც გავითვალისწინებთ შემდგომში, რათა არ დავარღვიოთ უფლებები. დავინახე რომ აზრთა გაზიარების და რჩევის მიცემისას მორგებულად შეიძლება გამოვიყენოთ საკომუნიკაციო საშუალებები, რაც მომცემს დროის დაზოგვის საშუალებას.

Friday, July 1, 2016

ტრენინგის მე-4 დღე იყო კარგი და საინტერესო. შევძელი გავრკვეულიყავი, რომ სასწავლო პროცესის ეფექტური წარმართვისას აუცილებელია შეფასება. ვიმსჯელეთ შეფასების მეთოდებზე. გავიგე თუ რა კრიტერიუმებით ფასდება პროექტი დაწყებამდე, მუშაობის მსვლელობისას და ბოლოს.
          აღნიშნული კრიტერიუმები დამეხმარება დასაწყისში განვსაზღვრო წინარე ცოდნა და საჭიროებები, მსვლელობისას მათი თვითრეგულირება და გავზარდო  მოტივაცია, ხოლო პროექტის დასასრულს მოვახდინო მათ მიერ მიღებული ცოდნის დემონსტრირება, ეს კრიტერიუმები  განსაზღვრავს მისაღწევი შედეგების ხარისხს.
რატომ არის საჭირო დღევანდელი კითხვები? თემას სჭირდებოდა , რომ ბავშვებისთვის მიმეცა სწორი მიმართულება და გავრკვეულიყავი თემის არსში, რაც დამეხმარება პრეზენტაციის სწორად წარმართვაში.