პროექტის პორტფოლიო
ჟუჟუნა ვარდანიძე
Tuesday, July 12, 2016
Monday, July 11, 2016
Friday, July 8, 2016
ტრენინგზე ვიმსჯელეთ შეფასების ფორმებზე სხვადასხვა მეთოდი და ისტრუმენტი დამეხმარება პროექტის პროცესის ეფექტურად წარმართვაში , არასწორი შეხედულებების კორექტურებაში, აქტივობების ობიექტურად შერჩევაში, შეფასებასა და თვითშეფასებაში. მოსწავლეებს შეფასების რუბრიკა დაეხმარებათ გაიაზრონ თუ რას უნდა პასუხობდეს ესა თუ ის კონკრეტული ნაშრომი, როგორ გამოკვეთონ პრობლემა და რაზე გაამახვილონ ყურადღება.
Sunday, July 3, 2016
ტრენინგის მე-5 დღე წინა დღეების მსგავსად იყო კარგი და ბევრის მომცემი. ამ დღეს ვისაუბრეთ კოლეგებთან უკუკავშირის მეთოდებზე, გაუზიარეთ ერთმანეთს პროექტები, გავითვალისწინეთ პროექტებში დადებითი და რჩევის მისაცემი ფაქტორები, მივეცით რჩევები ერთმანეთს. ჩემი აზრით უკუკავშირი ეხმარება მას ვინც აკეთებს პროექტს. უკუკავშირის დროს შეიძლება დავინახოთ პოზიტიური და ნეგატიური მხარეები,ვისაუბრეთ საავტორო უფლებების დაცვაზე, რასაც გავითვალისწინებთ შემდგომში, რათა არ დავარღვიოთ უფლებები. დავინახე რომ აზრთა გაზიარების და რჩევის მიცემისას მორგებულად შეიძლება გამოვიყენოთ საკომუნიკაციო საშუალებები, რაც მომცემს დროის დაზოგვის საშუალებას.
Friday, July 1, 2016
ტრენინგის მე-4 დღე იყო კარგი და საინტერესო. შევძელი გავრკვეულიყავი, რომ სასწავლო პროცესის ეფექტური წარმართვისას აუცილებელია შეფასება. ვიმსჯელეთ შეფასების მეთოდებზე. გავიგე თუ რა კრიტერიუმებით ფასდება პროექტი დაწყებამდე, მუშაობის მსვლელობისას და ბოლოს.
აღნიშნული კრიტერიუმები დამეხმარება დასაწყისში განვსაზღვრო წინარე ცოდნა და საჭიროებები, მსვლელობისას მათი თვითრეგულირება და გავზარდო მოტივაცია, ხოლო პროექტის დასასრულს მოვახდინო მათ მიერ მიღებული ცოდნის დემონსტრირება, ეს კრიტერიუმები განსაზღვრავს მისაღწევი შედეგების ხარისხს.
აღნიშნული კრიტერიუმები დამეხმარება დასაწყისში განვსაზღვრო წინარე ცოდნა და საჭიროებები, მსვლელობისას მათი თვითრეგულირება და გავზარდო მოტივაცია, ხოლო პროექტის დასასრულს მოვახდინო მათ მიერ მიღებული ცოდნის დემონსტრირება, ეს კრიტერიუმები განსაზღვრავს მისაღწევი შედეგების ხარისხს.
Subscribe to:
Posts (Atom)